Sunday 12 October 2008

გაცნობა

  1. პროექტის სახელი: შეიცან თავი შენი
  2. პროექტოს მოკლე აღწერა: ბავშვები აცნობენ ერთმანეთს თავიანთ აზრებსა და მისწრაფებები
  3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში ჩაერთვებიან უფროსი ასაკის მოსწავლეები. ისინი უპასუხებენ კონკრეტულ შეკითვებს და შეადგენენ ერთგვარ ანკეტას საკუთარ თავზე. ეს ხელს შეუწყობს მათ სერიოზულად დაუფიქფრდნენ საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებს, გააცნობიერონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები, დასახონ გეგმები უახლოესი თუ შორეული მომავლისათვის, ჩამოაყალიბონ რომელი უნარების შეძენა უნდას სამომავლოდ, რისი კეთება სურთ და რა არ მოსწონთ და ა.შ. რადგან მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ერიდება საკუთარი სულიერი სამყაროს სხვებისთვის გაძიარებას, უმჯობესია ბავშვებმა თავიანთ ანკეტებს დაარქვან გამოგონილი სახელები ან ფსევდონიმები. ანკეტაში შეიძლება შევიტანოთ შემდეგი კითხვები: რა პრობლემები მაქვს გადასაჭრელი? რა უნარ-ჩვევების შეძენა მსურს? რის კეთება მიყვარს? რის გაკეთება არ მიყვარს? რა არის ჩემი ძლიერი მხარეები? ღა არის ჩემი სუსტი მხარეები, რომელთა გამოსწორებაც მსურს? რის გაკეთება მინდა ახლო მომავალში? რის გაკეთება მინდა შორეულ მომავალში? მოჩემულ თითოეულ კითხვას უნდა გაეცეს სამი პასუხი. აქ შეიძლება კითხვების დამატება, ასევე შეიძლება მოსწავლეებმა დაწერონ რა პრობლემებისა და ნაკლოვანებების შესახებ, რომლებიც უკვე გადალახეს და ვთხოვოთ მათ აღწერონ როგორ მოახერხეს ამის გაკეთება.
  4. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
  5. მონაწილეთა ასაკი: 15-17 წწ.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მე-11 კლასის სახელმძღვანელოში გათვალისწინებულია შესაბამისი სამუშაოს შესრულება. მოსწავლეები შეისწავლიან მოცემული თამატიკისათვის საჭირო ლექსიკას.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიაან მცირე ზომის ვებ-ბლოგებს
  8. სარგებელი სხვებისთვის: ბავშვები გაეცნობიან ერთმანეთის სულიერ სამყაროს და გააცნობიერებენ, რომ გარკვეული სიძნელეები ყველა მის თანატოლს აქვს. ეს ხელს შეუწყობს მათ უფრო მეტი თავდაჯერებით შეხედონ გარე სამყაროს და გაუადვილებს საზოგადოებაში დამკვიდრებას.
  9. სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
  10. საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთასნ კავშირი: ინტეგრირებული
  11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ამ პროექტში შეიძლება ჩაერთონ არა მარტო სხვა ქართული სკოლების, არამედ მთელი მსოფლიოს სხვა სკოლების მოსწავლეები
  12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მარინა დობორჯგინიძე, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლა
  13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: abamari2@gmail.com
  14. პროექტის ფორუმი: საცდელი პროექტი " "
  15. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: http:/gcnpsk4.blogspot.com